Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრის სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს

ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება  N 382/02-01  21.11.2025).  

თხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კონკურსში მონაწილეობის წესს (დანართი). 

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:

2025 წლის 24 ნოემბრის 11:00 საათიდან  27 ნოემბრის 17:00 საათამდე.

სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ-ს III კორპუსი 107 ოთახში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შესვენება 13:00-14:00 საათი.

 

წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 01 დეკემბერი.

 

კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოთ:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი (საქართველოს ბანკიდან);
  • 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (2025 წლის 5 თებერვლიდან 2025 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით (ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებამდე)):
  • სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით კულტურული ან სპორტული ღონისძიებები) მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მიმდინარე სემესტრში (2025 წლის 15 აგვისტოდან დათარიღებული);
  • სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ოკუპირებული ტერიტორიაზე ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

 კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.

 

განცხადების ფორმას და ამონაწერს სასწავლო ბარათიდან მოგაწვდით ადგილზე.

მხოლოდ გაცვლითი პროგრამის სტუდენტები აგზავნიან  განცხადებას და დოკუმენტაციას ფაკულტეტის კანცელარიის ელ. ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 21/11/2025